თეორემა

რუსი სამხედროს მიერ ამოწყვეტილი ავეტისიანების ოჯახი და ერევნის საგარეო კურსი

19 იანვარს, საღამოს ხუთ საათზე, რუსი სამხედროს მიერ გიუმრიში დაჭრილი ორი თვის ბავშვი გარდაიცვალა. ის ავეტისიანების 7 კაციანი ოჯახის მეშვიდე წევრია, რომელიც რუსულ სამხედრო ბაზაზე მომსახურე ვალერი პერმიაკოვმა მოკლა.

ტრაგედიას სომეხთა მრავალათასიანი პროტესტი და პოლიციასთან შეტაკებები მოჰყვა, რომლის დროსაც 10-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. პროტესტის მონაწილეები მკვლელის სომხეთში გასამართლებას ითხოვენ. რუსები უარზე არიან.

შესაძლოა თუ არა საზარელმა მკვლელობამ გავლენა იქონიოს სომხური საზოგადოების საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციაზე, ზოგადად, რითია განპირობებული სომხეთის პრო-რუსული საგარეო პოლიტიკური კურსი, რა შედეგი მოაქვს ამას ჩვენი მეზობლისთვის.

სტუმრები: გიორგი ბარამიძე, გიორგი თუმასიანი, ივანე შილაკაძე, დავით ბატაშვილი, პაატა დავითაია, ლევონ ისახანიანი.

კომენტარები