იური ვაზაგაშვილი

იური ვაზაგაშვილის საქმეს პროკურატურა განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს

ზურაბ ვაზაგაშვილის მამის, იური ვაზაგაშვილის საქმეზე გამოძიება პროკურატურამ 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

იური ვაზაგაშვილის ცხედარი შვილის საფლავზე დღეს იპოვეს. როგორც ტაბულასთან საუბარში ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატი გაგი მუსიაშვილი ამბობს, ვაზაგაშვილი ნაღმის აფეთქების შედეგად დაიღუპა. ის თვითმკვლელობას გამორიცხავს.

შემთხვევა კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში მოხდა.

კომენტარები