ხანძარი

ისნის ბაზრობაზე ავტონაწილების 15-მდე მაღაზია დაიწვა

რუსთავი 2

ისნის ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ცეცხლი ბაზრობის იმ ნაწილს გაუჩნდა, სადაც ავტონაწილებით ვაჭრობენ. როგორც ტელეკომპანია თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, დამწვარია 15-მდე მაღაზიაა.

ცეცხლი ისნის ბაზრობაზე გვიან ღამით გაჩნდა. ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია. ადგილი სამართალდამცავებმა უკვე დაათვალიერეს და მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები