კრიზისი უკრაინაში

დონეცკში ავტობუსის გაჩერების დაბომბვას 13 ადამიანი ემსხვერპლა

http://ukranews.com/

სულ ცოტა 13 ადამიანი დაიღუპა დონეცკში ავტობუსის გაჩერების დაბომბვის შედეგად, 10 დაშავდა. დაღუპულები მგზავრები და ახლომდებარე მანქანაში მყოფი პირია. ამის შესახებ BBC იუწყება.

გასულ კვირას, დონეცკში ავტობუსის აფეთქებას 13 ადამიანი ემსხვერპლა.

გუშინ ღამე კი, დონეცკის აეროპორტის ახალ ტერმინალში ბრძოლებისას, უკრაინელი ჯარისკაცების სტრატეგიული ადგილები მთლიანად დაინგრა. დაიღუპა ათობით უკრაინელი ჯარისკაცი. გადარჩენილებმა აეროპორტი დატოვეს.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის აპრილიდან, მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსმა ტერორისტებმა საომარი მოქმედებები დაიწყეს, 4800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 1.2 მილიონმა საცხოვრებელი დატოვა.

კომენტარები