თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულება

პრეზიდენტი დიმიტრი სანაკოევსა და ვახტანგ ყოლბაიას ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარეს ვახტანგ ყოლბაიას და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს დიმიტრი სანაკოევს ხვდება. შეხვედრის მთავარი თემა რუსეთსა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებული ე.წ. მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირებაა, რომელიც რუსეთის დუმაში დღეს იგეგმება.

ვახტანგ ყოლბაიას თქმით, ამ ვითარებაში მთავარია სიმშვიდის შენარჩუნება.

„ჩვენ ამას ველოდებოდით. ახალი არაფერი არ არის, რადგან ეს ე.წ. პროცედურა გრძელდება. მთავარია, ჩვენ საკითხი არ ავიყვანოთ იმ რანგში, რომ მოვექცეთ რაღაც ისტერიაში“, - განაცხადა ყოლბაიამ.

დღესვე საქართველოს პრეზიდენტი პარტია თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლებს შეხვდება. ოპოზიციასთან შეხვედრის თემა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურა იქნება.

კომენტარები