იური ვაზაგაშვილის საქმე

ქუცნაშვილი: პროკურატურამ სრულყოფილად უნდა დაიცვას ვაზაგაშვილის საქმის მოწმე

www.radiotavisupleba.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი პროკურატურას მოუწოდებს, ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის მთავარი მოწმის დაცვის პროგრამა სრულყოფილად აამუშაოს. დეპუტატის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ პირველმა დაასახელა მთავარი მოწმის ადგილსამყოფელი და მოწმის დაცვის პროგრამის ეფექტურობისთვის უკრაინასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში შესაბამისი ზომების გატარება უნდა მოხდეს.

"მოვუწოდებ პროკურატურას, სრულყოფილად აამუშაოს მოწმის დაცვის პროგრამა იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს უკრაინასთან სამართლებრივი დახმარების შესახებ ორმხრივი ხელშეკრულება გაფორმებული. ამ მოწმეს საფრთხე არ უნდა შეექმნას. მეორეს მხრივ, ჩემი ინფორმაციით, რაც მე ვიცი ბატონი იურისგან, მას ჩვენება უკვე ჩამოართვა მთავარმა პროკურატურამ. ასევე მკვლელებს მინდა, შევუთვალო, რომ მთავარი მოწმის ლიკვიდაცია სამართლებრივი თვალსაზრისით მათ არანაირ შედეგს არ მოუტანს," - აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.

კომენტარები