ე.წ კორტების საქმე

გომელაური: სპეცოპერაციაში მონაწილე რამდენიმე მაღალჩინოსანი გათავისუფლებულია

police.ge/

შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, ზურაბ ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებული პოლიციელების ნაწილი თანამდებობიდან გათავისუფლებულია.

"ვაზაგაშვილის სპეცოპერაციაში ძალიან ბევრი ხალხი მონაწილეობდა. შეიძლება ითქვას, 100 ან 50 კაცი და ყველას ვერ გავუშვებდით ელემენტარულად. ყველას ბრალი არ იყო. იქ რამდენიმეს ბრალეულობა გამოიკვეთა. პრობლემა რომ არ შექმნილიყო და გამოძიებას ხელი არ შეშლოდა, რამდენიმე მაღალჩინოსანმა დატოვა თანამდებობა. დამთავრდება გამოძიება, გამოიკვეთება ბრალეულობა და ეს ადამიანები თუ არ არიან არაფერ შუაში, შეიძლება, ისევ აღდგნენ სამსახურში",-თქვა გომელაურმა.

თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით ალექსანდრე ჭიკაიძემ პრემიერმინისტრს გუშინ მიმართა. განცხადების მიხედვით, გადადგომის მიზეზი მის მიმართ ბოლო დროს გაჟღერებული ბრალდებები გახდა, თითქოს ის ხელს აფარებდა ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს. გუშინვე, დავოსში მყოფმა პრემიერმა კი თქვა, რომ ჭიკაიძის მოთხოვნას დააკმაყოფილებს.

კომენტარები