ემზარ კვიციანი

მაჭავარიანი: კვიციანის გამოშვება ივანიშვილის პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება

მე დიდი ხანია პოლიტიკაში ვარ და ძალიან კარგად მახსოვს, თუ ვის რისთვის იყენებდნენ ხელისუფლებაში. კარგად მახსოვს, 2003 წელს, ვარდების რევოლუციის დროს, რას საქმიანობდა ემზარ კვიციანი და მისი რაზმი. დღევანდელი ხელისუფლება იმდენად უნიათოა, იმდენად უსუსურია, რომ თავისი თავის იმედი არ აქვს და იმათ, ვინც ამნისტიით გამოუშვა, იყენებდა ან სურდა გამოეყენებინა პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ... როგორც ჩანს, დღეს გარიგება იდება იმიტომ, რომ ემზარ კვიციანი გამოიყენონ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. მათ ჰგონიათ, რომ ასეთი ადამიანით დაგვაშინებენ. ძალიან ცდებიან, რადგან, საბოლოო ჯამში, ის რაც ხდება პატრულში, კრიმინალურ სამყაროსთან გარიგებები, ქურდულ სამყაროსთან გარიგებები, მათ დააზარალებს. ამიტომ, როგორც ბედუკაძის შემთხვევა იყო, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. პოლიტიკურ გადაწყვეტილებას არ იღებს პროკურორი. როგორც ჩანს, ეს არის გადაწყვეტილი ღარიბაშვილის და ივანიშვილის დონეზე.

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა ემზარ კვიციანის ციხიდან შესაძლო გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

კომენტარები