საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის პირველი დივიზიონის მეჩვიდმეტე ტურის მორიგ მატჩში, ტულონმა ბაიონი მიიღო და 24:17 დაამარცხდა.
ტულონის რიგებში შესანიშნავად ითამაშა ლევან ჩილაჩავამ, რომელმაც ლელოს დადებაც მოახერხა და საბოლოოდ მატჩის საუკეთესო მორაგბედ დაასახელეს.
სამწუხაროდ, შეხვედრის 72-ე წუთზე ტრავმა მიიღო მამუკა გორგოძემ. როგორც მატჩისშემდგომ გამოკვლევაზე დადგინდა, ქართველს კუნთი აქვს გაწყვეტილი და სავარაუდოდ, ბორჯღალოსნებს ევროპის ჩემპიონატის შეხვედრებში ვერ დაეხმარება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 7 თებერვალს გერმანიაში ადგილობრივ გუნდს დაუპირისპირდება, ხოლო 14-ში, თბილისში, პორტუგალიას უმასპინძლებს.
რაც შეეხება ტულონის კიდევ ერთ ქართველ მორაგბეს კონსტანტინე მიქაუტაძეს, ის მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო.