ინტერვიუ ვახტანგ გომელაურთან

გომელაური: დესტაბილიზაციაზე ინფორმაციები ახლაც არის, მაგრამ არ დავუშვებთ

police.ge/

შს მინისტრი ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ახლაც არის ინფორმაცია ნაციონალური მოძრაობის მხრიდან დესტაბილიზაციაზე, თუმცა, მისი თქმით, ხელისუფლება ამას არ დაუშვებს, ქვეყანაში დესტაბილიზაცია არ მოხდება. ახლადდანიშნულმა მინისტრმა ინტერვიუ გაზეთ "კვირის ქრონიკას" მისცა.

"როცა ალექსანდრე ჭიკაიძემ ეს განცხადება გააკეთა, რა თქმა უნდა, იყო ოპერატიული ინფორმაცია, ახლაც არის ინფორმაციები, მაგრამ ამას არ დავუშვებთ, ქვეყანაში დესტაბილიზაცია არ მოხდება, ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის მნიშვნელოვანია სტაბილურობა, რათა ინვესტიციები შემოვიდეს. ახლა გახლდით რიგაში ვიზიტად, ვიზა ლიბერალიზაციისთვის საკითხზე, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები მქონდა, შევხვდი ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირებს და ისინი გვიცხადებენ დიდ მხარდაჭერას. ჩვენ არ დავუშვებთ ქვეყანაში დესტაბილიზაციას, რადგან ეს იქნება ჩვენი ქვეყნის სერიოზული უკანდახევა. ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოიწვევს იმ მონაპოვრის დაკარგვას, რასაც ჰქვია ევროკავშირისკენ სწრაფვა. ნაცმოძრაობა, თავისი განცხადებებით, ხალხს აღიზიანებს. ჯერ იყო, შემოდგომაზე მოდიოდნენ, ახლა გაზაფხულზე გადაიტანეს, ზაფხულში ისვენებენ და მერე იტყვიან, შემოდგომაზე მოვდივართო და ა.შ. რა თქმა უნდა, მათ ბევრი რაღაცის გაფუჭება უნდათ. სამწუხაროდ, ქვეყანაზე არ ფიქრობენ", - თქვა გომელაურმა.

კომენტარები