კრიმინალი

მოკლული დაჩი დარჩიას ოჯახის წევრები გამოძიებას გულგრილობაში ადანაშაულებენ

metro.us

აგვისტოში მოკლული დიჯეის, დაჩი დარჩიას ოჯახის წევრები გამოძიებას გულგრილობაში ადანაშაულებენ. დარჩიას დედა მკვლელობის მოტივის გამოკვლევას ითხოვს. მისი თქმით, მკვლელობაში ბრალდებულისთვის დანაშაულის შემსუბუქების მიზნით ამტკიცებენ, რომ დაჩი დარჩიამ მას შეურაცხყოფა მიაყენა. ლილი შეყილაძე SKY ბარის ვიდეოკამერის ჩანაწერების ჩვენებასაც ითხოვს.

დიჯეი და რეჟისორი დაჩი დარჩია 29 აგვისტოს ღამით თბილისში მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობაში ბრალდებული, წარსულში ნასამართლევი პირი მეორე დღეს დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, 30 აგვისტოს, ღამით, ავლაბრის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ურთიერთშელაპარაკებისას მიხეილ გ-მ. დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა დაჩი დარჩიას, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ რამდენიმე საათში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის ადგილზე დეპუტატ ეკა ბესელიას ვაჟი რატი მილორავაც იმყოფებოდა, თუმცა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მაშინ ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა.

კომენტარები