საქართველოს პრემიერმინისტრი

პრემიერი მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. 
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას დღეს ეწვევა. პრემიერმინისტრი მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენციის გახსნით სესიას დაესწრება. 

კონფერენციის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტს ჯო ბაიდენს შეხვდება. ასევე, დაგეგმილია შეხვედრა ამერიკელ სენატორებთან - ჯონ მაკკეინთან და კურტ ვოლკერთან. 

"უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდება NDI-ის თავმჯდომარეს მადლენ ოლბრაიტს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მდივანს იან ჯიეჩის, ახალი ამერიკული უსაფრთხოების ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს მიშელ ფლურნის და ცენტრის პრეზიდენტს რიჩარდ ფონტეინს, ასევე KKR Global Institute-ის დირექტორთან ვენს სერჩუკს და ჯო ლიბერმანს. 
ირაკლი ღარიბაშვილი ასევე მიწვეულია კონფერენციის მონაწილეების პატივსაცემად ქალაქ მიუნხენის სახელით გამართულ მიღებაზე. ასევე ოფიციალურ სადილზე, რომელიც ბავარიის მიწის პრემიერმინისტრის ჰორსტ ზეეჰოფერის სახელით იმართება. 
საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას 9 თებერვალს დატოვებს", - აცხადებს მთავრობის ადმინისტრაცია.

კომენტარები