უკრაინის კრიზისი

მოსკოვში პუტინის, მერკელისა და ოლანდის მოლაპარაკება დაიწყო

AFP

მოსკოვში რუსეთს პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის, გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის მოლაპარაკება დაიწყო. შეხვედრაზე უკრაინის კონფლიქტის მოგვარების გეგმას განიხილავენ.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის განცხადებით, შეხვედრა პირისპირ, ექსპერტებისა და დელეგაციის წევრთა გარეშე მიმდინარეობს.

5 თებერვალს მერკელი და ოლანდი კიევში უკრაინის პრეზიდენტს შეხვდნენ და სამშვიდობო წინადადებები განიხილეს. ახალი გეგმის დეტალების ჯერჯერობით ოფიციალურად არ ხმაურდება.

კომენტარები