საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტს, დეიმონ უილსონს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციიდან ცნობით შეხვედრაზე საქართველოსა და აშშ-ს ატლანტიკურ საბჭოს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების 51-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.
ღარიბაშვილის განცხადებით საქართველო გააგრძელებს ყოვლისმომცველი რეფორმის განხორციელებას. მისი თქმით საქართველო კვლავაც განუხრელად იცავს NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის კურსს.
მხარეებმა ასევე საქართველო-რუსეთის ურთიერთობასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობაზე იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო უკრაინის კრიზისს.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტს შეერთებული შტატების მხარდაჭერისა და სტრატეგიული პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა.