პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში

პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით 18 მარტს წარდგება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით 18 მარტს წარდგება. უსუფაშვილმა ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე ისაუბრა.

უსუფაშვილის განმარტებით, აღნიშნული თარიღი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან კონსულტაციების შედეგად გადაწყდა. ფორმატი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა პარლამენტში თებერვლის პირველ სასესიო კვირაში უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო. უსუფაშვილი განმარტავდა, რომ საშემოდგომო სესიაზე ვერ მოხერხდა რიგი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა და სწორედ ამ თემებზე მსჯელობას დაუთმობდა პარლამენტი თებერვლის დასაწყისს.

კომენტარები