კრიმინალი

ჩხოროწყუში ლიბერთი ბანკის ფილიალი გაქურდეს

ჩხოროწყუს რაიონის სოფელ მუხორში ლიბერთი ბანკის ფილიალი გაქურდეს. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ბანკის ფილიალი იმავე შენობაშია განთავსებული, სადაც პოლიციის ქვეგანყოფილება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ ლიბერთი ბანკის ფილიალიდან 93 ლარი წაიღეს. მათივე ცნობით, გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

კომენტარები