ალასანია ივანიშვილზე

ალასანია: მე და ივანიშვილი ღირებულებებით ანტიპოდები ვართ

...ძალიან ბევრ კითხვაზე ჯერ პასუხი არ მაქვს, რატომ და როგორ მოხდა. დრო უფრო გამოაჩენს, აბსოლუტურად ანტიპოდები ვართ ღირებულებებითაც. სხვადასხვა თაობის ადამიანები ვართ, სხვადასხვა გარემოში გაზრდილი. ეს განსხვავებები იყო და რაღაცამ გაამწვავა. მე ვიცი რამდენიმე პროცესი, რაც ჩემს ირგვლივ იყო და ალბათ განაპირობა ეს გადაწყვეტილება. ამას პოლიტიკურ ჭრილში უფრო ვხედავ, ვიდრე პიროვნულ ჭრილში. თუმცა, არ დაგიმალავთ, იყო პიროვნული მომენტებიც, რომელიც ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო. იგივე ოჯახზე შეხება და ამ საკითხით მოწინააღმდეგისთვის შეურაცხყოფის მიყენება...

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირების მიზეზების შესახებ, ტაბულას ეთერში, გადაცემაში მძიმე კაცთან. ..

კომენტარები