ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ივანიშვილი: რუსთავი 2 აგიტაციის მანქანაა და ღმერთმა მოახმაროს ენმ-ს

ეს აჟიოტაჟი, რაც მიმდინარეობს რუსთავი 2-ზე, შეიძლება მიანიშნებდეს იმაზე, რომ ზოგიერთი ძალიან შეშფოთდა. აქცენტების გადატანა სურთ. წინა პლანზე წამოსწიეს სექსუალური ორიენტაციის თემა (რაც მიუღებელია), არადა, თავად ამბობენ, რომ სუპერლიბერალები არიან. ამას აკეთებს რუსთავი 2, რომელიც, სინამდვილეში, აგიტაციის მანქანაა და ღმერთმა მოახმაროს ნაციონალურ მოძრაობას. ამ მიმართულებით წაიყვანეს საკითხი, რაც დამატებით ეჭვებს და კითხვებს აჩენს, რამდენად სცემს პატივს ნაციონალური მოძრაობა ადამიანის უფლებებს (რუსთავი 2 ნაციონალების ნაწილად მიმაჩნია). აქვე ხაზს ვუსვამ - არანაირი პრეტენზია არა მაქვს "რუსთავი 2"-თან, რაც უნდა, ის ულაპარაკია, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია "წავიკითხოთ" მათი ქმედებები. აქცენტებს თავიანთ გამომძიებლებისა და ექსპერტების ქმედებებზე კი არ აკეთებენ, არამედ ეფ-ბი-აის დასკვნაზე. 

განაცხადა ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კვირის პალიტრასთან ინტერვიუში ზურაბ ჟვანიას საქმეზე საუბრისას.

კომენტარები