ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ივანიშვილი: პრეზიდენტი ქვიდან წვენის გამოდენას ცდილობს

ამ შემთხვევაში პატარა გაუგებრობა მოხდა - საგანელიძემ ეს საკითხები საბჭოს [ქართული ოცნების პოლიტსაბჭო] შეუთანხმა, თუმცა, მგონი, გია ვოლსკიმ ფრაქციისთვის ამის ახსნა დროულად ვერ მოახერხა. ყველა დეპუტატს აქვს ვალდებულება, გუნდის პოზიცია გაითვალისწინოს, იმავდროულად, მათ აქვთ უფლება, გუნდს არ დაემორჩილონ და საკუთარი ინიციატივით იმოქმედონ. ჯამში, პრეზიდენტმა პროცესი ისევ არასწორად წაიყვანა და ქვიდან წვენის გამოდენას ცდილობს. ნაცვლად იმისა, რომ საკითხი პროფესიონალურად გადაწყვეტილიყო და საქმე ეკეთებინა, ეს თემა ერთ დიდ აჟიოტაჟად გადააქცია. 

განაცხადა ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კვირის პალიტრასთან ინტერვიუში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატებზე საუბრისას. კითხვა თავმჯდომარეობის კრიტერიუმებთან დაკავშირებით დავით საგანელიძისა და ზაქარია ქუცნაშვილის დაპირისპირებას ეხებოდა.

კომენტარები