რუსეთ-აფხაზეთი

სურკოვი: აფხაზეთთან საზღვარი უნდა გაუქმდეს

surkov.livejournal.com

"რუსეთსა და აფხაზეთს შორის საზღვარი უნდა გაუქმდეს", - ამის შესახებ სოხუმში ვლადიმირ პუტინის თანაშემწემ ვლადისლავ სურკოვმა განაცხადა. სოხუმის რეჟიმის ლიდერთან შეხვედრისას სურკოვმა ე. წ. მოკავშირეობის ხელშეკრულებით რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებები დაადასტურა და სოხუმს შეთანხმებული თანხების გამოყოფას დაჰპირდა, რომლებიც აფხაზეთში სხვადასხვა პროექტებზე უნდა დაიხარჯოს. სულ მოსკოვი სოხუმს წელს 145 მილიონ დოლარს გამოუყოფს.

კომენტარები