ლარის კურსი

ლარის კურსის გაუფასურებამ მოქალაქეები და ბიზნესი დააზარალა

ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ლარის კურსის მნიშვნელოვნად გაუფასურება მოსახლეობაზე და ბიზნესზე მწვავედ აისახა.

სურსათისა და მედიკამენტების გაძვირება, დოლარში აღებული საბანკო ვალდებულებებით გამოწვეული ხარჯების ზრდა - ეს ლარის კურსის გაუფასურებით გამოწვეული ის პრობლემებია, რაზეც დედაქალაქის რიგითი მოქალაქეები ყველაზე ხშირად საუბრობენ.

ლარის კურსის დოლართან მიმართებით გაუფასურება ბიზნესსაც მძიმე ტვირთად დააწვა. თბილისში  არაერთი მაღაზია უკვე დაიხურა და ამ საფრთხის წინაშე სხვებიც დგანან.

ლარის კურსის ვარდნას თბილისში უკვე აქციებითაც აპროტესტებენ. ლოზუნგით -“გაღარიბებული საქართველო” თავისუფალმა ზონამ ლარის გაუფასურება ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრების ბიზნესმენებთან შეხვედრის ფონზე თბილისი მერიოტთან გააპროტესტა და მინისტრების გადადგომა მოითხოვა. ისინი ლარის კურსის გაუფასურებაზე პასუხისმგებლებას მათ აკისებენ. აქციის გამო ნოდარ ხადური და გიორგი კვირიკაშვილი მერიოტში სხვა შესასვლელიდან შევიდნენ.

მთავრობის კანცელარიასთან ლარს სამგლოვიარო გვირგვინი მიუტანეს სტუდენტების ჯგუფმაც. მათი თქმით, ისინი სწავლის ფულს ევროში იხდიან და ლარის გაუფასურებამ  ხარჯები გაუზარდა. სტუდენტები ეკონომიკური პოლიტიკის გადახედვასა და ეკონომიკური გუნდის გადახალისებას ითხოვენ.

მთავრობა პროცესების ახლო მომავალში დარეგულირებას იმედოვნებს, მოქალაქეების ნაწილი კი პესიმისტურადაა განწყობილი.

კომენტარები