ბორის ნემცოვის მკვლელობა

უსუფაშვილი: ნემცოვი ცხოვრების ყველა ეტაპზე დემოკრატიული რუსეთისთვის იღწვოდა

ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ბორის ნემცოვის გარდაცვალების გამო. ბორის ნემცოვი იყო პოლიტიკოსი, რომელიც ცხოვრების ყველა ეტაპზე უკეთესი, დემოკრატიული რუსეთისთვის იღწვოდა. ბორის ნემცოვი დააკლდება რუს ხალხს და მათ უკეთეს მომავალს, მის ოჯახს, მეგობრებს და კოლეგებს მთელს დემოკრატიულ სამყაროში.

იმედია ეს საზარელი მკვლელობა სწრაფად და ობიექტურად იქნება გამოძიებული და დამნაშავეები სათანადოდ დაისჯებიან.

საქართველოს პარლამენტოს თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის მკვლელობას გამოეხმაურა.

კომენტარები