საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი ნაციონალების მოსყიდულია... ბიძინას განცხადების შემდეგ პანიკა ჩაცხრა, ხალხი დამშვიდდა და კურსმა გამყარება დაიწყო. ბიძინამ ის თქვა, რაც რეალობაა. ლარის კურსის გაუფასურება ნოემბრიდან დაიწყო. იცი, რა გააკეთა ქადაგიძემ მაგ დროს? მიმოქცევაში ისედაც ჭარბი რაოდენობის ლარი იყო, ადგა და კომერციული ბანკების დაკრედიტება 350 მილიონიდან, 700 მილიონ დოლარამდე გაზარდა. იმის ნაცვლად, რომ ფულის გაძვირება დაეწყო, რათა ფულზე წვდომა ადვილი არ ყოფილიყო და ლარი გაემყარებინა, მან პირიქით გააკეთა - მიმოქცევაში ფულის მასა გააორმაგა. ლარის დევალვაცია ნოემბრის დასაწყისში დაიწყო, ქადაგიძემ კი პირველი ინტერვენცია თვის ბოლოს განახორციელა. 40 მილიონი დოლარი გაყიდა, კიდევ 40 მილიონი დეკემბერში გამოიტანა და მიუხედავად იმისა, რომ იანვარში ლარი გაუფასურებას განაგრძობდა, მესამედ 40 მილიონი დოლარი თებერვლის დასაწყისში გაყიდა. ამას უწოდებ სწორ ნაბიჯს? სადეპოზიტო სერტიფიკატებში მილიარდ 140 მილიონზე იყო მოთხოვნა, ქადაგიძემ კი მხოლოდ 400 მილიონი დოლარი ანუ 40% დააკმაყოფილა, რატომ? ხომ ხედავ, რომ ლარის სიჭარბეა და ისედაც საშიშროება იქმნება. წლის ბოლოს, კომერციულ ბანკებს დამატებით აკრედიტებ, თან რეფინანსირების განაკვეთსაც უზრდი? ეს საბოტაჟია, აბა, რა ჯანდაბაა. დახუჭეთ ყველაფერზე თვალი და გააგრძელეთ ქადაგიძის დაცვა. როგორ არ გესმის: თუ ასე გაგრძელდა და კურსი არ დავიჭირეთ, აპრილში მართლა ყველაფერი გაძვირდება. ხალხში სერიოზული პანიკა შეიქმნება და მერე ნურც შენ დაიწყებ წუწუნს, ასეთ დღეში როგორ ჩავცვივდითო. გამოჩნდა, რომ ქადაგიძე ზურაბ ადეიშვილის დავალებით მოქმედებს. ჯერ მარტო ის რად ღირს, რაც ეროვნულმა ბანკმა ქართუში ჩაიდინა, როდესაც ბანკი გააკოტრა.
tbl.ge/nv7
დაკოპირდა
აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, ნოდარ ჯავახიშვილმა versia.ge-სთან ინტერვიუში. კომენტარი ჯავახიშვილმა ჟურნალისტის მიერ მისთვის იმის შეხსენების შემდეგ გააკეთა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი უარყოფითად აფასებს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის ლანძღვას.
ამავე თემაზე
- მაჭავარიანი: ლარის კურსი ისევ დაეცემა და ქვეყანაში ინფლაციის პრობლემა დადგება
- ბესელია: შოკუნიები - ბატონმა ხადურმა ხატოვნად გამოხატა
- არასამთავრობო ორგანიზაციებმა ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან ლარი დაიტირეს
- ხადური: არც აქამდე არ ჰქონია ბიუჯეტის ხარჯს გავლენა ლარზე, არც შემდეგში ექნება
- კვირიკაშვილი: ველოდებით, რომ უცხოური ვალუტის შემოდინება აპრილიდან გაიზრდება