ლარის კურსი

ვოლსკი: ყველა თემაზე რიგგარეშე სხდომის მოწვევა დაძაბულობას ქმნის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან მთავრობის სამოქმედო გეგმის წარმოდგენის ვადებზე საუბარს არასერიოზულად მიიჩნევს.

ვოლსკი ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის განაცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ მთავრობას სავალუტო სტაბილიზაციის გეგმა აქვს წარმოსადგენი და ეს ვადა 5 მარტამდე იყო.

„რაღაც ვადებზე იყო ლაპარაკი, რომ თუ ამ რიცხვამდე არ წარმოადგინა... არასერიოზული მიდგომა მგონია ეს საერთოდ. არის მთავრობის გეგმა და მუშაობა მიმდინარეობს, ყველა თემაზე რიგგარეშე სესიის მოწვევა, კომისიების შექმნა გარკვეულ უხერხულ მდგომარეობას და ზედმეტ დაძაბულობას ქმნის ქართულ საზოგადოებაში. არსებობს მთავრობა, რომელსაც ეფექტურად შეუძლია იმოქმედოს და დაველოდებით რა გეგმას წარმოადგენს. ყველა დაინტერესებულია მის განხილვაში. თუ საჭირო იქნება, კომიტეტებსაც შეუძლიათ განხილვა. აჟიოტატის ატეხვა და სკანდალის ატეხვა ამის გარშემო, ვისი სტილია ვიცით და ამ სტილს ნუ აყვებიან ყველას მოვუწოდებ“ - განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები