ჟიული შარტავა

პრემიერი: აფხაზეთის ომი ჩვენი დროის უმძიმესი ძმათამკვლელი ომი იყო

ტაბულა

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას დაბადებიდან 71 წლისთავს განცხადებით გამოეხმაურა. პრემიერმინისტრის განცხადებით, აფხაზეთის ომში გამარჯვებული არ არსებობს და ის ძმათამკვლელ ომად მოიხსენია.

"საქართველოს ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას დღეს 71 წელი შეუსრულდებოდა. ჟიული შარტავამ, როგორც სოხუმის დამცველმა ერთმა რიგითმა ჯარისკაცმა, საკუთარი სიცოცხლის ფასად ბოლომდე უერთგულა ქვეყანასა და თავის ხალხს. აფხაზეთის ომი ჩვენი დროის უმძიმესი ძმათამკვლელი ომი იყო. ამ ომმა გახლიჩა ქართველებისა და აფხაზების მრავალსაუკუნოვანი ძმობა. ამ ომში გამარჯვებული არ არსებობს. ამ ომს შეეწირა ჟიული შარტავა.

პატივს მივაგებ საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ხსოვნას. ქართველი ხალხი არასოდეს დაივიწყებს მის სახელს, ჟიული შარტავა ყოველთვის იქნება ჩვენთვის სამშობლოსთვის თავგანწირვისა და გმირობის მაგალითი", - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

 

კომენტარები