ბორის ნემცოვის მკვლელობა

ნემცოვის მკვლელობის მოტივად ბრალდებული მუსლიმებზე გამონათქვამებს ასახელებს

Reuters

ბორის ნემცოვის მკვლელობის ბრალდებით ერთ-ერთი დაკავებული დანაშაულს აღიარებს და მკვლელობის მოტივად მუსლიმების შესახებ პოლიტიკოსის გამონათქვამებს ასახელებს. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ ჩეჩნური ბატალიონის სევერის ყოფილმა მებრძოლმა ზაურ დადაევმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომელზეც მისი აღკვეთის ღონისიძიება განიხილებოდა.

რუსული წყაროების ცნობით, დადაევმა, ფაქტობრივად, დანაშაულის ორგანიზება საკუთარ თავზე აიღო. მისი მტკიცებით, იგი ნემცოვის მიერ შარლი ებდოს მიმართ გამოთქმულმა მხარდაჭერამ აღაშფოთა.

ნემცოვის მკვლელობის ბრალდებით კიდევ ოთხი ადამიანია დაკავებული, ყველა მათგანი ჩრდილოკავკასიური წარმოშობისაა. მათი დაკავების შემდეგ ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც დადაევს რუსეთის პატრიოტად და ღრმად მორწმუნე ადამიანად მოიხსენიებს.

კომენტარები