ეკონომიკური კრიზისი

ენმ პრეზიდენტისგან პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას კიდევ ერთხელ ითხოვს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პრეზიდენტისგან პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას კიდევ ერთხელ ითხოვს. პარტიის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადი უკვე შეიტანა.

ენმ რიგგარეშე სესიაზე მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლების მოწვევას და ქვეყანაში ეკონომიკურ კრიზისზე მსჯელობას ითხოვს.

"სამწუხაროდ, ყოველდღიურად გრძელდება საქართველოს ეკონომიკის გაღარიბების პროცესი. ხელისუფლება ამ პროცესში ავლენს სრულ უნიათობას და უუნარობას. მათ არ გააჩნიათ კონკრეტული გეგმა ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად. ამიტომ კიდევ ერთხელ მივმართავთ პრეზიდენტსა და პარლამენტს, რომ მოწვეულ იქნას რიგგარეშე სხდომა, რათა განხილულ იქნეს ჩვენი ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის ფართომასშტაბიანი გეგმა. პრეზიდენტი პასუხისმგებელი და ვალდებულია, მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილება და გამოსცეს შესაბამისი აქტი. იმიტომ, რომ ეს საკითხი შედის უკვე საზოგადოების ინტერესთა #1 რიგში", - თქვა ბეჟაშვილმა.

რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით პრეზიდენტს თავისუფალი დემოკრატებიც მიმართავენ. ისინი რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნას დღეს ბიუროს სხდომაზეც მოითხოვენ. თავისუფალ დემოკრატებს პარლამენტში მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან ერთად ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოწვევაც სურთ. 

კომენტარები