ბატონი დავითი ჩემს ასაკსა და გამოცდილებას ანგარიშს უწევს. ვადასტურებ, რომ ერთმანეთის მიმართ გაუცხოების ეტაპიც გვქონდა. ჩათვალა, რომ გარკვეულ საკითხებში კორექტულად არ ვერეოდი, თუმცა, პირისპირ ვისაუბრეთ და მინისტრსა და მინისტრის მოადგილეს შორის აუცილებელი ურთიერთგაგების დონეს მაინც მივაღწიეთ. შავლიაშვილს მარტივად ავუხსენი, რომ სხვის ბოსტანში არასოდეს გადავდივარ. სამინისტროში სწორედ იმისთვის მოვედი, რომ ახალგაზრდები გამოცდილებით შევავსო. არ ვფიქრობ, რომ დავით შავლიაშვილი გამოუცდელი კადრია, რამდენადაც ვიცი, ის გზების დეპარტამენტშიც მუშაობდა, თუმცა, ვერც იმას ვიტყვი, რომ წარმატებული მინისტრია.
tbl.ge/13nc
დაკოპირდა
განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ნოდარ ჯავახიშვილმა კვირის პალიტრის კითხვაზე, "ჩვენი ინფორმაციით, მინისტრ დავით შავლიაშვილთან საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა გაქვთ და ხშირად საერთო პოზიციის ჩამოყალიბებასაც ვერ ახერხებთ".
ამავე თემაზე
- ჯავახიშვილი: ვინმე თახსირი იტყვის, ივანიშვილმა დამირეკა და გავაკეთე გზა - არა
- ჯავახიშვილი: მოადგილემ თუ აიღო 1500 ან 1700 ლარის პრემია, რამე დაშავდა?!
- ივანიშვილი: შევარდნაძის დროს ნოდარ ჯავახიშვილმა დაიჭირა ვალუტის კურსი
- საგანელიძე: მე ნამდვილად არ მახსოვს მთავრობის გამიჯვნა ნოდარ ჯავახიშვილთან
- ჯავახიშვილი: თუ გამგებლების მამაძაღლობა დადასტურდა - მათი თავები დაიყრება