ეკონომიკური კრიზისი

უსუფაშვილი: ნომერი პირველი საფრთხე, რაც ეკონომიკას აქვს, ეს არის ჭორაობა

David Usupashvili Official

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მოსაზრებით, "ნომერი პირველი საფრთხე, რაც, ზოგადად, ეკონომიკას აქვს, ეს არის ჭორაობა, მითქმა-მოთქმა, არასტაბილურობის განცდა და აპოკალიფსური სურათების დახატვა."

კითხვაზე - შეიკრიბება თუ არა პარლამენტი პრეზიდენტის გადაწყვეტილებით რიგგარეშე სხდომის ფორმატში? - უსუფაშვილი პასუხობს, რომ ის გიორგი მარგველაშვილის შესაბამის სამართლებრივ აქტს ელოდება და შესაბამის განცხადებას ამის შემდეგ გააკეთებს.

ამასთან, უსუფაშვილის თქმით, მიმდინარე კვირის ბოლოს - ხუთშაბათს ან პარასკევს, პარლამენტის საკომიტეტო ფორმატში ეკონომიკური გუნდის მინისტრებს მოუსმენენ.

კომენტარები