ბორის ნემცოვის მკვლელობა

გამოძიების ვერსიით, ნემცოვის მკვლელობა დადაევის და შავანოვის ინიციატივა იყო

AFP

რუსული სააგენტო როსბალტი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ გამოძიების ვერსით, ნემცოვის მკვლელობის ორგანიზატორები ზაურ დადაევი და ბესლან შავანოვი არიან. პირველი მათგანი დანაშაულს აღიარებს, ხოლო მეორემ დაკავების დროს თავი აიფეთქა. წყაროების ცნობით, სხვა დაკვეთები საქმეში არ იკვეთება და დანაშაული დადაევის და შავანოვის პირადი ინციატივა იყო. მკვლელობის მოტივად ნემცოვის ანტიისლამური განცხადებები და მის მიერ შარლი ებდოს კარიკატურისტების მხარდაჭერა სახელდება.

სულ ნემცოვის საქმეზე 7 ადამიანია დაკავებული, ყველა მათგანი ჩრდილოკავკასიური წარმოშობისაა. ოპოზიციას და ნემცოვის ოჯახის წევრებს გავრცელებული ვერსიის არ სჯერათ. მათი აზრით, ოპოზიციონერ პოლიტიკოსს შარლი ებდოს გარშემო დისკუსიაში აქტიური მონაწილეობა არ მიუღია და ამ ვერსიის შესახებ ინფორმაციის გავრცელება შესაძლოა კრემლის შეკვეთაზე მეტყველებდეს.

კომენტარები