ღარიბაშვილი პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე

ღარიბაშვილი რიგგარეშე სხდომაზე : უინტერესოა ვინ რას მოიწვევს და გააკეთებს

facebook.com/GaribashviliOfficial

ჩემთვის უინტერესოა ვინ რას მოიწვევს და გააკეთებს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პრეზიდენტის მიერ რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევის თაობაზე კომენტირებისას განაცხადა.

პრემიერმინისტრის თქმით, მთავარია საქმის კეთება და ეს შოუ მასკარადების გარეშე უნდა მოხდეს.

„ჩვენი უნდა ორიენტირებული ვიყოთ ხალხზე, ეს დანარჩენი ფორმალობებია და არ არის საინტერესო ჩემთვის. ჩემთვის მთავარია, მეტი საქმე გავაკეთოთ, საქმეზე ვიფიქროთ, ხალხზე და ჩვენს ქვეყანაზე ყველამ ერთად, რაღაც შოუ მასკარადების გარეშე. ვინც არის დაინტერესებული საქმე გააკეთოს, ის საქმეს გააკეთებს. ჩვენ ყოველთვის ღია ვართ და კომუნიკაცია გვაქვს ყველა უწყებასთან. არასდროს უარი არ გვითქვამს არავისთვის რაიმე სახის ინფორმაციის მიწოდებაზე, შესაბამისად, ჩემთვის გაუგებარი და აბსოლუტურად უინტერესოა, ვინ რას მოიწვევს, ვინ რას გააკეთებს. ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ ორიენტირებული - პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრები, გამგებლები, მერები, ჩვენს ქვეყანაზე, ადამიანებსა და საქმის კეთებაზე“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები