გიგი უგულავას საქმე

თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე უგულავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე გიგი უგულავას პროცესი მიმდინარეობს. პროცესზე დაიკითხება ბრალდების ერთი მოწმე - მერიის წარმომადგენელი. ასევე გაგრძელდება ბრალდების მხარის წერილობითი და ვიდეომტკიცებულებების განხილვა, რაც უკვე რამდენიმე პროცესია მიმდინარეობს. ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი ამბობს, რომ ამ მტკიცებულებებით გიგი უგულავას ბრალეულობა არ დასტურდება. პროკურორ მალხაზ კაპანაძის თქმით კი, მასალები საპირისპიროს ადასტურებს.

პროკურატურა დღეს იმ ვიდეომასალებს წარმოადგენს, რომელშიც მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ ბანკომატებიდან ფულის მოსხნა არის ასახული.

თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თბილისის განვითარების ფონდისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვა ედება ბრალად.

კომენტარები