თეორემა

სავიზო რეფორმის ქსენოფობიური მოტივები

გასულ კვირას კიდევ ერთი უცნაური რამ მოხდა - საქართველოს იუსტიციის მინისტრმა შეძლო და ტოლერანტობით "განთქმული" ირანის მთავრობისგან, ქსენოფობიური გამონათქვამის გამო სამართლიანი კრიტიკა დაიმსახურა.

მოგეხსენებათ, რომ მინისტრმა წულუკიანმა ამაყად გვამცნო, რომ მისი სავიზო რეფორმის შედეგად ირანელები, ეგვიპტელები, ერაყელები და ჩინელები შეავიწროვა და შედეგად ბრუსელში წარმატება მოიპოვა. ამას ირანის საელჩოს პროტესტი მოყვა. ირანის ელჩმა იუსტიციის მინისტრის განცხადებას არაკვალიფიციური, გაუაზრებელი და შეურაცხმყოფელი უწოდა. გვეგონა ყველაფერი აქ დამთავრდებოდა, მაგრამ როგორც ექსპრეზიდენტი იტყოდა - ნურას უკაცრავად, ვერ მოგართვით.

წულუკიანმა ირანის ელჩი თავისთან მიიპატიჟა და შეხვედრის შემდეგ "დაგვამშვიდა", რომ ირანის საელჩოს საპროტესტო წერილის ქართული ვერსია, ორიგინალს არ ემთხვეოდა. რაც ოდნავ მოგვიანებით ირანის ელჩმა უარყო, მან თქვა, რომ მათი წერილის ირანული და ქართული ვერსიების შინაარსი იდენტური იყო, ხოლო წულუკიანს საკუთარი განცხადების უარყოფა მოსთხოვა - ელჩის თქმით იუსტიციის მინისტრი უმტკიცებდა, რომ მისი განცხადება პრესამ გააშუქა არასწორად.

ამ ინციდენტზე და ზოგადად, სავიზო რეგულაციების გამკაცრების შედეგებზე ვსაუბრობთ კიდევ ერთხელ სერგი კაპანაძესთან და გიორგი ბადრიძესთან.

კომენტარები