21 მარტის აქცია

ბოკერიას სახლთან დღეს მომხდარ ინციდენტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
RFE/RL

ვაკე-საბურთალოს რაიონულმა პოლიციამ ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივნის გიგა ბოკერიას და ტელეკომპანია ტაბულას გენერალური დირექტორის თამარ ჩერგოლეიშვილის სახლთან დღეს მომხდარ ინციდენტზე საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს.
ადგილზე თავისუფალი თაობის აქტივისტებმა დღეს 21 მარტს დაგეგმილი აქცია გააპროტესტეს და კორპუსის კედლებზე შეურაცხმყოფელი სიტყვებიც დაწერეს. როგორც ტაბულას შსს-ში განუცხადეს, "პოლიცია ადგილზე არ შესწრებია ფაქტს და, შესაბამისად, ვერავის დააკავებდა. სწორედ ამ პირების დადგენისთვის დაიწყო საქმის წარმოება და როგორც კი ცნობილი გახდება საქმეში მონაწილე პირების ვინაობა, ისინი დაჯარიმდებიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის მიხედვით".

კომენტარები