საარჩევნო სისტემა

საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე შემუშავებულ მემორანდუმს უსუფაშვილი იზიარებს

Jamestown.org

მაჟორიტარული არჩევნების გაუქმება და საარჩევნო სისტემის სხვა ცვლილებები - ამ საკითხებზე ინტერპარტიულმა ჯგუფმა მემორანდუმი შეიმუშავა და დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს გადასცა. არასაპარლამენტო პარტიების მიერ შემუშავებული პროექტი საკონსტიტუციო ცვლილებებს მოითხოვს. შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ის, როგორც რიგითი პოლიტიკოსი, იზიარებს მემორანდუმით გათვალისწინებულ პრინციპებს და ახლა ჯერი ქართული ოცნების სხვა წევრებზეა.

"ვიზიარებ მოსაზრებას, რომ საჭიროა საარჩევნო სისტემის დახვეწა. საჭიროა იმის უზრუნველყოფა, რომ ამომრჩევლის ხმა იყოს თანასწორი და ყველა ხმას ჰქონდეს ერთნაირი დატვირთვა და ერთნაირი წონა. ვიზიარებ, რომ უნდა იყოს უზრუნველყოფილი ეროვნული და რეგიონული წარმომადგენლობის პრინციპი, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. ასევე ვიზიარებ, რომ უნდა უზრუნველვყოთ ქალთა მეტი წარმომადგენლობა პოლიტიკურ ცხოვრებაში, მათ შორის საპარლამენტო არჩევნებში, მე როგორც ერთი კონკრეტული მოქლაქე, პარლამენტის წევრი ვიზიარებ ამ პრინციპებს. ამასობაშო, ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ პრინციპების შესაბამისად, უნდა მოხდეს კონკრეტული მოდელების შემუშავება და ამაზე ჩამოყალიბება" - აცხადებს დავით უსუფაშვილი.

კომენტარები