საქართველოს ეკონომიკა

დავითაია: ყველანაირი ნიშანია, რომ ეკონომიკურ კრიზისამდე მივიდეთ

სავალუტო კრიზისი სახეზეა და ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. რაც შეეხება ეკონომიკურ კრიზისს, ეკონომიკური კრიზისი რომ დავარქვათ ტექნიკურად, უნდა მივიღოთ კვარტალურად ეკონომიკის შემცირება ზედიზედ. შესაბამისად, ეკონომიკური კრიზისი ტექნიკურად არ გვაქვს, შეგვიძლია ასე ვთქვათ. თუმცა, ყველანაირი ნიშნები არის იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში ამ შედეგამდე მივიდეთ. იმიტომ, რომ უკანასკნელი თვეების - მათ შორის, იანვრის და თებერვლის სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ წნეხი ლარზე არ მცირდება, ექსპორტი მცირდება, საერთაშორისო გადარიცხვები - ტრანსფერები, რასაც ჩვენი თანამემამულეები აგზავნიან განაგრძობენ შემცირებას, ტურიზმზეც პოზიტიური დინამიკა სახეზე არ არის. შესაბამისად, წნეხი არსებობს. რამდენად უნდა ველოდოთ ლარის შემდგომ გაუფასურებას, ეს რთული საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ ოპტიმისტური პროგნოზი ჯერჯერობით არ არის. რაც შეეხება მთავრობის მოქმედებებს ანტიკრიზისული პროგრამის შექმნის თვალსაზრისით, სახეზეა ამის მოკრძალებული მცდელობები ბევრი მიმართულებით. თუმცა, ჩემი აზრით, ეს ინიციატივები ძალიან ნახევარფაბრიკატულ მდგომაროებაში იმყოფება. მსგავს პირობებში მთავრობა არ უნდა ეძებდეს დამნაშავეს, არ უნდა გადააბრალებდეს სხვადასხვა ფაქტორებს, ის უნდა ეძებდეს გამოსავალს.გამოსავალი უნდა იყოს მკაფიო და მკვეთრი გადაწყვეტილებები, რომ არ აღმოვჩნდეთ ეკონომიკურ კრიზისში, რომელსაც ვუახლოვდებით.

Freeland Holding-ის მმართველი პარტნიორი ივა დავითაია ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

კომენტარები