ჩემმა პირველმა გამონათქვამმა, რომ "ლარი ჯანსაღად იქცევა", დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ნაციონალურ მოძრაობაში. მეორედ ვთქვი, რომ "სუსტი ეკონომიკა გვაქვს და შესაძლებელია ასეთი მერყეობები". მესამედ ღია წერილი მივწერე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და აბსოლუტურად ყველგან ვიყავი თანმიმდევრული. თავში - როდესაც დაიწყო მერყეობა, ლარი მოიქცა ძალიან ჯანსაღად. როდესაც ლარი საკმაოდ დაეცა და გაუფასურდა, მაშინაც ეკონომიკას მივაწერე და არა ეროვნულ ბანკს და არც ხელისუფლებას, იქაც ობიექტური ანალიზი გავაკეთე. ამასაც მახსენებენ ოპონენტები და მე თვითონ დავულაგებ. მესამედ - როდესაც ეროვნულმა ბანკმა აშკარად დააგვიანა და მოახერხა, აჟიოტაჟში გადაეტანა ეს პროცესი, მაშინაც სწორი შენიშვნა მივეცი და ესეც იყო აბსოლუტურად თანმიმდევრული. მთავრობა და ეროვნული ბანკი უნდა მოიქცნენ ადეკვატურად. სადაც არ იქნება ადეკვატური ქცევა, იქ მოხდება კრიტიკაც.
tbl.ge/xn
დაკოპირდა
ექსპრემიერი და საზოგადოება 2030-ის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ლარის კურსზე.
ამავე თემაზე
- მაჭავარიანი: ლარის კურსი ისევ დაეცემა და ქვეყანაში ინფლაციის პრობლემა დადგება
- ბესელია: შოკუნიები - ბატონმა ხადურმა ხატოვნად გამოხატა
- არასამთავრობო ორგანიზაციებმა ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან ლარი დაიტირეს
- ხადური: არც აქამდე არ ჰქონია ბიუჯეტის ხარჯს გავლენა ლარზე, არც შემდეგში ექნება
- კვირიკაშვილი: ველოდებით, რომ უცხოური ვალუტის შემოდინება აპრილიდან გაიზრდება