საზოგადოება 2030

საზოგადოება "2030" კონფერენციების გამართვას იწყებს

კვირის 2030

საზოგადოება "2030" კონფერენციების გამართვას იწყებს. ამის შესახებ ექსპრემიერმა და გადაცემა კვირის 2030-ის წამყვანმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

"ეს ჩემი იდეაა, დიდი ხანია, ამას ვატარებ - უახლოეს ორ კვირაში პოლიტიკურ თემაზე პირველი კონფერენცია გავაკეთოთ. ყველაფრის საყრდენი არის პოლიტიკა და ყველაზე რთული შესაფასებელი მთავრობის მოღვაწეობის - თუ რამდენად სწორად უწყობს ხელს ეკონომიკის განვითარებას ხელისუფლება. ჩემი სურვილია, ეს კონფერენცია პერმანენტულად თვეში ერთჯერ მაინც ჩატარდეს, კონფერენცია ან დისკუსია დავარქვათ. და ყველანი მოვიდნენ იქ, ვისაც ხელეწიფება, ვისაც პრეტენზია აქვს, რომ მან კარგად იცის ეკონომიკა, ვინც არგუმენტებით და ფაქტებით საუბრობს, კითხვაზე პასუხს სცემს და არ დემაგოგობს. ახლა ნაციონალები იქ რომ მოიყვანო, ვერც ერთ კონფერენციას ვერ ჩაატარებ. მაგრამ, შეუძლიათ, მოვიდნენ მათი მხარდამჭერი სპეციალისტები, ეკონომისტები",-თქვა ივანიშვილმა.

პირველი კონფერენციის თარიღი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. ივანიშვილის თქმით, საზოგადოებას საშუალება ექნება, კონფერენციებზე პროფესიონალების შეკრებით და იქიდან გამოტანილი დასკვნების საფუძველზე, კარგად შეაფასოს ხელისუფლების მუშაობა ეკონომიკის მიმართულებით.

კომენტარები