მთავრობის გადადგომა

ენმ პოლიტსაბჭოზე მთავრობის გადაყენების გეგმაზე მსჯელობს

ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში მთავრობის გადაყენების გეგმაზე მსჯელობენ. პარტიაში ამ წუთებში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. საპარლამენტო უმცირესობის წევრებს იმედი აქვთ, რომ მათ მოთხოვნას თავისუფალი დემოკრატები და დამოუკიდებელი დეპუტატებიც შეუერთდებიან.

თუმცა, ნაციონალური მოძრაობის მოთხოვნას არ უერთდებიან თავისუფალი დემოკრატები. პარტიის ლიდერის ირაკლი ალასანიას თქმით, ისინი პარლამენტში საკუთარი ინიციატივით შევლენ.

საპარლამენტო უმრავლესობაში მთავრობის გადაყენების შესაძლებლობას ვერ ხედავენ. ქართული ოცნების წევრები ფიქრობენ, რომ ნაციონალური მოძრაობა პროცედურის დასაწყებად საჭირო 60 ხმის მოგროვებას ვერ შეძლებს. გია ვოლსკის თქმით, ნაციონალური მოძრაობის სვლა რაციონალური არ არის და ისინი შექმნილი ეკონომიკური ვითარებით სარგებლობენ.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მთავრობის გადაყენების მოთხოვნით 21 მარტს აქციაც გამართა.

კომენტარები