ორსულის გარდაცვალება

ბათუმის სამშობიარო სახლში ქალის გარდაცვალებას ჯანდაცვის სამინისტრო სწავლობს

რუსთავი 2

ბათუმის სამშობიარო სახლში 29 წლის მაია ვერძაძის გარდაცვალების ფაქტს ჯანდაცვის სამინისტრო სწავლობს. მინისტრ დავით სერგეენკოს თქმით, უწყების წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებიან და საქმის შესწავლა დაწყებულია.

დღეს გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ახლობლები ბათუმში სამი საათის მანძილზე აქციას მართავდნენ. მათ ქუჩა გადაკეტეს და სამშობიარო სახლის ექიმების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოითხოვეს. აქციის მონაწილეები სამედიცინო პერსონალს არაპროფესიონალიზმსა და გულგრილობაში ადანაშაულებენ.

ვერძაძეს გასულ შაბათს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. მდგომარეობის დამძიმების შედეგად, ის დღეს დილით გარდაიცვალა. 

კომენტარები