ე.წ. კაბელების საქმე

ალასანიას ყოფილი მოადგილე, სავარაუდოდ, პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება

ირაკლი ალასანიას ყოფილი მოადგილე ზაზა ბროლაძე, სავარაუდოდ, მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს. 

აღნიშნულ ინფორმაციას პროკურატურა არ ადასტურებს. თუმცა, გავრცელებული ცნობებით, უკვე რამდენიმე საათია, ბროლაძის დაკითხვა მიმდინარეობს.

სავარაუდოდ, ბროლაძის დაკითხვა სწორედ კაბელების საქმეს უკავშირდება. სავარაუდოდ, სადავო შესყიდვები, რომელზეც თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალი აქვს წარდგენილი და პატიმრობაში იმყოფება, სწორედ ზაზა ბროლაძის მინისტრის მოადგილედ მუშაობის პერიოდს ემთხვევა.

კომენტარები