პარლამენტის თავმჯდომარე

უსუფაშვილი: შესაძლოა, ჩვენი ხელისუფლება არ არის ისეთი ეფექტური, როგორიც ენმ იყო

დემოკრატიას ქვეყანაში ალტერნატივა არ აქვს და არა იმიტომ, რომ ეს პოლიტიკოსებს გვინდა, არამედ იმიტომ, რომ ხალხია აქ თავისუფლებისმოყვარე, ხალხია პიროვნების და ღირსების დამცველი და საქართველოში ავტორიტარული მმართველობა ვერ ხარობს. თუ შევადარებთ ორ ხელისუფლებას - წინამორბედს ნაციონალურ მოძრაობის და დღევანდელს, ქართული ოცნების, შესაძლოა, ჩვენი ხელისუფლება ვერ არის ისეთი ეფექტური, ანუ სწრაფად საქმეების მომგვარებელი, მაგრამ ეს იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა სახელმწიფოს მშენებლობა და არა სახელისუფლო სისტემის გამაგრება. ჩვენ გვინდა მეტი დრო დავხარჯოთ გადაწყვეტილების მომზადებაში, რათა თავი დავიზღვიოთ იმ საშინელი შეცდომებისგან, რაც ჰქონდა წინა ხელისუფლებას

განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა სტენფორდის უნივერსიტეტის ორგანიზებით გამართული საერთაშორისო კონფერენციის დასრულების შემდეგ.

კომენტარები