თეორემა

ლარი დაიმონდი: არაფორმალური მართვის პირობებში დემოკრატია შეუძლებელია

დემოკრატიის არსი ანგარიშვალდებულებაში მდგომარეობს. შეუძლებელია დემოკრატიაზე საუბარი იმ ვითარებაში, როდესაც ქვეყნის ყველაზე გავლენიან პირს პოლიტიკური თანამდებობა არ უკავია და კულისებიდან მართავს როგორც ხელისუფლებას, ისე მიმდინარე პროცესებს - ამას ამბობს სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტიკური სოციოლოგიის ვარსკვლავი და დემოკრატიის მკვლევარი ლარი დაიმონდი.

ტაბულას რესპონდენტი, საქართველოში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მოწვევით იმყოფებოდა კონფერენციაზე, რომელიც დემოკრატიის თემას მიეძღვნა.

ლარი დეიმონდი ათამდე წიგნის ავტორია და სხვადასხვა დროს გახლდათ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის, მსოფლიო ბანკის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგნეტოს მრჩეველი.

ტაბულა მას პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებაზე, არაფორმალურ მართვაზე, შეერთებული შტატების როლზე და რეგიონის უსაფრთხოებაზე ესაუბრა.

სამწუხაროდ, ინტერვიუსთვის შეზღუდული დრო გვქონდა და ვეღარ ვიკითხეთ, რას მოასწავებს ჩვენი ქვეყნისთვის ის, რომ ბიძინა ივანიშვილი, გარდა იმისა, რომ კულისებიდან გვმართავს, მსოფლიო ცივილიზაციის მთავარ მიღწევად არა ბორბალს, ცეცხლს, ფულს, ნათურას, ანტიბიოტიკს, მანქანას ან კოსმოსის ათვისებას მიიჩნევს, არამედ ქართულ სუფრას.

კომენტარები