ბაჩო ახალაიას საქმე

ე.წ. ჯაშუშების საქმეზე ახალაიას პატიმრობა სასამართლომ გააუქმა

Georgia's former Interior Minister Bacho Akhalaia speaks to media at the prosecutor's office in Tbilisi
Irakli Gedenidze / REUTERS

თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩანა ახალაიას ე.წ. ჯაშუშების საქმეზე სასამართლომ პატიმრობა გააუქმა. ამის შესახებ ახალაიას ადვოკატმა, მალხაზ ველიჯანაშვილმა ისაუბრა.

"ბაჩო ახალაიას ამ საქმეზე პატიმრობის 9-თვიანი ვადა იწურებოდა 5 აპრილს, რის გამოც, დღეს, სასამართლომ ახალაიას პატიმრობა გააუქმა. როგორც ყველა საქმეში, აქაც უსაფუძვლოდ იყო პატიმრობა შეფარდებული და მიზნად ისახავდა მის 9 თვით ციხეში გამოკეტვას", - თქვა ველიჯანაშვილმა.

მიუხედავად პატიმრობის გაუქმებისა, ახალაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ვერ დატოვებს, რადგან მას პატიმრობა სხვა საქმეებზეც აქვს მისჯილი.

კომენტარები