საარჩევნო სისტემა

ივანიშვილი: საარჩევნო სისტემა აუცილებლად დასახვეწია. მეც მაქვს ჩემი ვარიანტი

კვირის 2030

ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველოს საარჩევნო სისტემა დასახვეწია. ივანიშვილმა გადაცემა 20/30-ის ეთერში აღნიშნა, რომ მასაც აქვს თავისი ვარიანტი და აპირებს, აქტიურად ჩაერთოს განხილვის პროცესში.

"ასე როგორცაა, არ ვარგა. ამას ჩვენი ევროპელი მეგობრებიც მიგვანიშნებენ და ამერიკელებიც. რა თქმა უნდა, გასაკეთებელია და მე როგორც ვიცი ამაზე ჩემს დროს, ჩემი ლიდერობის დროს დაიწყო მუშაობა. რა თქმა უნდა, საარჩევნო სისტემა აუცილებლად დასახვეწია. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. საკონსტიტუციო კომისია ცალკე მუშაობს, მე როგორც ვიცი უმრავლესობაშია მცდელობა, სამოქალაქო სექტორია ძალიან აქტიური. ჩვენც აქტიურები ვიქნებით. მე არ მინდა, ახლა ვარიანტი ვთქვა, მეც ძალიან ვაქტიურობ და მინდა, მონაწილეობა მივიღო ამ პროცესში როგორც მოქალაქემ. მე არ ვარ დიდი სპეციალისტი, თუმცა მაქვს ჩემი ვარიანტი, რომელსაც დაველოდებოდი და აქტიურ მონაწილეობას მივიღებდი იმ საკონსტიტუციო განხილვებში, რომელიც ჩვენ წინ გველის. ეს სისტემა აუცილებლად არის დასახვეწი, რაც საკამათო არაა. ჩვენს საარჩევნო სისტემას დახვეწა აუცილებლად სჭირდება", - განაცხადა ივანიშვილმა.
 

საარჩევნო სისტემის დახვეწას არასამთავრობო სექტორის ნაწილი, ასევე ოპოზიციური პარტიები ითხოვენ. 

კომენტარები