ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მაუწყებლობა რეგიონებში გაითიშა და მის ნაცვლად ტელეარხი GDS მაუწყებლობს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.
რუსთავი 2-ის ცნობით, ტელეკომპანია გათიშვის მიზეზის დადგენას თურქულ მხარესთან ცდილობს. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ამ დროისთვის "რუსთავი 2"-ის მაუწყებლობა შეწყვეტილია - ახმეტაში, თელავში, ყვარელში, ხაშურში, ახალციხეში, ფოთში, ოზურგეთში, სამტრედიაში, წყალტუბოში, ქუთაისსა და ზუგდიდში.