პროფკავშირების გაფიცვა საფრანგეთში

პროფკავშირების ორგანიზებით საფრანგეთში მასობრივი გაფიცვა მოეწყო

usnews.com

პროფკავშირების ორგანიზებით საფრანგეთში მასობრივი გაფიცვა მოეწყო.

პროფკავშირების ინფორმაციით პარიზში 32 000 ადამიანი ბიუჯეტის შემცირების გასაპროტესტებლად გამოვიდა. აქციის მონაწილეები ფრანსუა ოლანდის მთავრობის ახალ ინიციატივას სახელმწიფო დაფინანსების შემცირებასა და ბიზნესმენებისთვის ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც დამსაქმებელს იოლად შეუძლია დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება.

პროტესტის გამო ეიფელის კოშკი ტურისტებისთვის დაკეტილია. ასევე სხვადასხვა ავიაკომპანიებმა ფრენები გადადეს. ავიაკომპანიებმა easyJet, Ryanair და Air France 1000-ამდე ფრენა გადადო.

პროფკავშირების ინფორმაციით მთელი საფრანგეთის მასშტაბით პროტესტს 300 000-ამდე ადამიანი შეუერთდა.

კომენტარები