კორუფცია

ცაგარეიშვილი: ზოგიერთ სტრუქტურაში კორუფციის დონემ თვალშისაცემად მოიმატა

ზოგადად, კორუფციის დონემ თვალშისაცემად მოიმატა ზოგიერთ სტრუქტურაში. ამას სჭირდება ძალიან მკაცრი მიდგომები. სასამართლოსთან დაკავშირებით, ჩემს ყურამდეც ასეთი მოარული ხმები, მოდით, ასე დავარქვათ. ამას სჭირდება უმკაცრესი რეაგირება.

თავისუფალი დემოკრატების წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა საქართველოში შვეიცარიის ელჩის გიუნტერ ბეხლერის ინტერვიუ შეაფასა. ელჩმა ჟურნალ FINANCIAL-თან საუბარში თქვა, რომ გადასახადებთან დაკავშირებული ბრალდებები და რეგიონებში მოსამართლეების გახსნილობა ქრთამის მიმართ გავლენას ახდენს საქართველოში მომუშავე უცხოელ ინვესტორებზე.

კომენტარები