ტერორიზმი

თალიბანმა და ისლამურმა სახელმწიფომ ერთმანეთს ჯიჰადი გამოუცხადეს

www.frontpagemag.com

დაჯგუფებებმა ისლამურმა სახელმწიფომ და თალიბანმა ერთმანეთს ჯიჰადი გამოუცხადეს. ამის შესახებ ავღანური მედია პროვინცია ჰელმანდის პოლიციის ხელმძღვანელზე დაყრდნობით იუწყება. ამაზე მეტყველებს დოკუმენტები, რომელიც პოლიციას ხელში ჩაუვარდა. 

კონფლიქტი ტერორისტულ დაჯგუფებებს შორის მას შემდეგ გამწვავდა, რაც ისლამური სახელმწიფოს ლიდერმა აბუ ბაქრ ალ ბაღდადიმ თალიბანის ლიდერ მოჰამად ომარს სულელი და უვიცი მხედართმთავარი უწოდა, რომელიც ნდობას არ იმსახურებს. საპასუხოდ თალიბების ლიდერმა განაცხადა, რომ თალიბანის არცერთი წევრი ისლამური სახელმწიფოს მხარდასაჭერად არ იბრძოლებს და ამ დაჯგუფებას ავღანეთში არასდროს შეუშვებენ.

კომენტარები