ტერორიზმი

საფრანგეთის პოლიციამ სავარაუდო ტერორისტი დააკავა

AFP

საფრანგეთის პოლიციამ სავარაუდო ტერორისტი დაკავა, რომელიც პარიზის გარეუბანში ერთ-ერთ ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა. დაკავებული 24 წლის ალჟირელი სტუდენტია. მანამდე მან პოლიციის ყურადღება იმით მიიპყრო, რომ სირიაში გამგზავრებას აპირებდა.

დაკავებული ასევე 32 წლის ქალის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, რომლის ცხედარი პარიზის გარეუბანში მანქანაში აღმოაჩინეს. პოლიციამ ეჭვმიტანილს მას შემდეგ მიაგნო, რაც მან საკუთარი იარაღით შემთხვევით დაზიანება მიიყენა და სასწრაფო გამოიძახა. პოლიციამ მის მანქანაში იარაღი და ჯავშანჟილეტები აღმოაჩინა. 

საფრანგეთის პრემიერის და შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, აღმოჩენილი მტკიცებულებები არ ტოვებს ეჭვებს, რომ დაკავებული ტერაქტს გეგმავდა. თუმცა, რომელიმე ისლამურ დაჯგუფებასთან მის კავშირს ოფიციალური პირები ჯერჯერობით არ ადასტურებენ.

"აღკვეთილია სავარაუდო თავდასხმა ეკლესიაზე, ბრალდებული დაკავებულია. ის ასევე დაკავშირებულია ახალგაზრდა ქალის, ხუთი წლის ქალიშვილის დედის მკვლელობასთან. გამოძიება დანაშაულის გარემოებებს დაადგენს. ჩვენ მუდმივად მობილიზებულები ვართ, რეგულარულად ვაკავებთ და ვკითხავთ პირებს, რომლებსაც სირიაში ან ერაყში წასვლა სურთ. სწორედ ამ ზომებმა მოგვცა საშუალება, ეს ადამიანი დაგვეკავებინა", - განაცხადა საფრანგეთის პრემიერმინისტრმა მანუელ ვალსმა.

კომენტარები